მიმდინარე წლის 25 მაისს, აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გაიმართა ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ბიზნეს ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაღლაიანმა.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ სამივე ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კოხრეიძემ ფორუმის ფარგლებში გამართა შეხვედრები თურქეთისა და აზერბაიჯანის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და ესაუბრა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტული პროექტების შესახებ. არაერთი კომპანია დაინტერესდა საქართველოში საინვესტიციო საქმიანობით, რომელთა ვიზიტები უახლოეს მომავალში დაიგეგმება. მომდევნო სამმხრივი ბიზნეს-ფორუმი 2013 წლის შემოდგომაზე ბათუმში გაიმართება.