ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან მამუკა ბარათაშვილთან
2013 წლის 9 ივლისს გაიმართა ოფიციალური შეხვედრა GSMEA საგადასახადო კომიტეტის წევრებსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს მამუკა ბარათაშვილს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოხდა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული მოდელის განხილვა, რომელიც GSMEA საგადასახადო კომიტეტის მიერ იქნა შემუშავებული. შედეგად გადაწყდა რომ კანონპროექტი დაექვემდებარება მოდიფიკაციას და შემდგომ განხილვას. ასევე განისაზღვრა ახალი პრიორიტეტი, რომელიც შეეხება საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების სფეროს დარგობრივ შესწავლას და სასარგებლო ცვლილებების შემუშავებას გადასახადების ადმინისტრირების კუთხით.