ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ ფარგლებში, 3-4 აგვისტოს ჩატარდა კოალიციის გასვლითი ღონისძიება ყაზბეგში. შეხვედრას დაესწრო კოალიაციის ყველა წევრი ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია. შეხვედრაზე განისაზღვრა კომერციული სამართლის ჯგუფის სამომავლო სტრატეგია და შემუშავდა სამოქმედო გეგმა.