საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
2011 წლის 20 დეკემბერს GSMEA-სა და "საქართველოს ტურიზმის ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
GSMEA-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა კოხრეიძე და ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - ნატალია კვაჭანტირაძე მემორანდუმის გაფორმებით მიზნად ისახავენ პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ერთობლივი პროექტების ინიცირება-განხორციელებას, საკონსულტაციო ხასიათის პროგრამების მომზადებას, მცირე და საშუალო ბიზნეს-სექტორისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე ზრუნვას.
2012 წლის სამუშაო სტრატეგიად განისაზღვრა ასოციაციების მიერ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობის წარმართვა, ინვესტიციების მოზიდვა-წახალისება და ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების საქმეში მცირე და საშუალო ბიზნეს-სექტორის ტურიზმის კუთხით როლის გაზრდა.
მემორანდუმი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: მემორანდუმი (გვერდი 1), (გვერდი 2), (გვერდი 3);