ასოციაცია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს
2010 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში თბილისის მერიასა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ერთობლივად შემუშავდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები; მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების მხარდამჭერი ინოვაციური მოდელების და ინსტიტუტების შექმნა; მცირე და საშუალო ბიზნესების ჩართულობა სხვადასხვა განვითარების პროექტების შემუშავებაში; დახმარების აღმოჩენა პარტნიორების მოძებნასა და წარმოებული პროდუქციის რეალიზებასა თუ ექსპორტში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ მოაწერეს. .