ელექტრონული სასაქონლო ზედნადების პრეზენტაცია შემოსავლების სამსახურში
2012 წლის 30 იანვარს 13:00 საათზე შემოსავლების სამსახურში (მის: გორგასლის ქ. #16) შედგება შეხვედრა შემოსავლების სამსახურის უფროსთან ჯაბა ებანოიძესთან, ბიზნეს-ომბუცმენთან – გიორგი პერტაიასთან და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე გაიმართება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების პრეზენტაცია (ზედნადებთა ტიპები, შევსების სპეციფიკა და ა.შ.) და დამსწრე პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრაზე დასწრებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 2389833, ან ელ-ფოსტის მეშვეობით: info@gsmea.ge, 27 იანვრის 17:00 საათამდე.