დღეს, 2012 წლის 30 იანვარს, შემოსავლების სამსახურში შემოსავლების სამსახურის უფროსი - ჯაბა ებანოიძე და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
წინასწარი შეხვედრა შედგა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით, რომელიც სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას. ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით სარგებლობა სავალდებულო 2012 წლის 1 აპრილიდან გახდება. ამჟამად იგი განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://temp.fas.ge/);
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კონსულტაციის მიზნით შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 2 26 21 43; 577 05-57-73; 577 05-57-50; 577 05-57-70;