21 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისთვის“ მიერ ორგანიზებული მესამე საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა.
ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა გახსნა. ფორუმის მიზანი საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს შორის გრძელვადიანი კონსტრუქციული დიალოგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო. ფორუმის მონაწილეებმა საგადასახადო კოდექსში და სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები განიხილეს. ასევე მოხდა საგადასახადო დავების გადაჭრის ალტერნატიული გზების განხილვაც. ამ თემაზე მოხსენებით საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე წარსდგა. ფორუმს ესწრებოდ სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კომერციული და საგადასახადო სამართლის სფეროში მომუშავე ექსპერტები.
ფორუმი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევით, საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში.
2011 წლის 29 აპრილს ჩამოყალიბებული „კოალიცია დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შედგება 30 არასამთავრობო ორგანიზაციისგან. კოალიციის შექმნის მიზანია მიმდინარე სასამართლოს რეფორმების მონიტორინგისა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ადვოკატირების პროცესში პროფესიული იურიდიული ასოციაციების, იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს და პროფესიული ასოციაციების ძალისხმევის გაერთიანება. USAID-ის პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით.