საერთაშორისო კერძო საწარმოთა რეგიონული ოფისის ცენტრი-საიპი დახმარებას უწევს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას
საერთაშორისო კერძო საწარმოთა რეგიონული ოფისის ცენტრმა – ‘საიპმა’ (CIPE) სამდღიანი ტრეინინგი (21-23 თებერვალი, 2011 წელი) ჩაატარა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში.
საიპის რეგიონული ცენტრის პროგრამების დირექტორი კამელია ბულატი შეხვდა GSMEA-ს აღმასრულებელ გუნდსა და თანამშრომლებს, ასევე ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს, რათა მოეხდინა პრიორიტეტთა იდენტიფიცირება ასოციაციის სტრატეგიისა და მმართველობის გაუმჯობესების მიზნით.
სამდღიანი კურსის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გაწევრიანების საკვანძო საკითხებს, როგორიცაა სამიზნე ჯგუფების მოძიება, წევრთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა, ასევე მათი მიღება-შენარჩუნება. მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს შემდეგი საკითხები: ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საზოგადოებრივი იმიჯი, მიზნები, წარმომადგენლობა, ადვოკატირების პროგრამები და მომსახურება.
მონაწილეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკას ორგანიზაციის მართვის თითოეულ სფეროში და კიდევ ერთხელ გაიაზრეს თავიანთი როლი ასოციაციის მისიისა თუ მიზნების განხორციელებასა და მომავალი გამოწვევების დაძლევაში.