მიმდინარე წლის 30 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში, „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, მეწარმეებთან რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა თემაზე „გადასახადებისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - შედარებითი ანალიზი“.
ასოციაცია გაეცნო წევრების მოსაზრებებსა და ალტერნატიულ შემოთავაზებებს ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით და ამგვარად დაასრულა პროექტის განხორციელების მეორე ეტაპი. შემდგომ ეტაპზე მოსალების მომზადება და ინიციატივების ფართო საზოგადოებისათვის პრეზენტაცია იგეგმება.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის (JILEP) ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) შუამავლობით.