საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გაფართოებულ პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია სამშაბათს, 24 აპრილს, 13 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში საექსპერტო კვლევების - „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები, საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები“ და „გადასახადისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება მიზნად ისახავს კვლევის შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას, შენიშვნებისა და წინადადებების განხილვას და პროექტის დასასრულს ჩამოყალიბებული კონცეფციის კანონმდებლებისათვის წარდგენას.
პრეზენტაციას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იხილეთ თანდართული მოსაწვევი, დღის წესრიგი (ქართულ ენაზე), დღის წესრიგი (ინგლისურ ენაზე).
პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში "'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.