საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ გაფართოებული პრეზენტაცია გამართა
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ სამშაბათს, 24 აპრილს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევების „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები, საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები“ და „გადასახადისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა კვლევის შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას, შენიშვნებისა თუ წინადადებების განხილვას.
პრეზენტაციას დაესწრნენ წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროდან, შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიდან, USAID-ის პროექტიდან “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტიდან, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრიდან, საქართველოს ბანკების ასოციაციიდან, საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოდან, ჰოლანდიის საელჩოდან, იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოდან, აშშ-ს საელჩოდან.
იხილეთ კვლევა საექსპერტო თემაზე: „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები, საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები“
იხილეთ კვლევა საექსპერტო თემაზე: „გადასახადისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შედარებითი ანალიზი“
პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში "'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.