საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი სერვისის პრეზენტაცია
შემოსავლების სამსახურის და საკანონმდებლო მაცნეს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მაცნეს ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია საქართველოს საგადასახდო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძებნა.
ვებ-გვერდის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 მაისს სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საკანონმდებლო მაცნეს" დირექტორი გიორგი წიკლაური, შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი პერტაია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე და წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტიდან. გამარტივებული საძიებო სისტემის გარდა, „საკანონმდებლო მაცნე" მომსახურებაში კიდევ ერთ სიახლეს ნერგავს, კერძოდ, ვებ-გვერდი საგადასახადო კოდექსის კომენტარებსაც მოიცავს. კომენტარები შემოსავლების სამსახურის მიერაა მომზადებული და მათში სრულადაა განმარტებული ამა თუ იმ მუხლის არსი.
ახალი სერვისის პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესმენებისათვის საიტის ახალი შესაძლებლობების დემონსტრირებაც მოეწყო, რის შემდეგაც პრეზენტატორებმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს.