მიმდინარე წლის 30 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ სასტუმრო ამბასადორში მეორე მრგვალი მაგიდა საგადასახადო აუდიტის თემაზე ჩაატარა.
კვლევა შემუშავებულია „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია მომზადდეს რეკომენდაციები საგადასახადო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რაც გააუმჯობესებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს და წაახალისებს ინვესტიციებს.
ასოციაცია გაეცნო წევრების მოსაზრებებსა და ალტერნატიულ შემოთავაზებებს ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა შენიშვნები, შემოთავაზებები თუ წინადადებები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მიერ კვლევის ფარგლებში შემუშავებულ რეკომედაციებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში წარმოდგენილ რაციონალურ მოსაზრებებს კვლევის საბოლოო შინაარსი ასახავს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის (JILEP)ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) შუამავლობით.