საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის არჩევნები
2012 წლის 5 ივლისს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური ასამბლეამ სასტუმრო „ბეტსიში“ სამეთვალყურეო საბჭოს 7 ახალი წევრი აირჩია. შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ უმასპინძლა და დამსწრე პირებს ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აცნობა. შეხვედრაზე ბორდის წევრობის 14 კანდიდატმა საკუთარი საქმინობის შესახებ მცირე პრეზენტაციები გაკეთეს და საბოლოოდ, ბორდი ახალი წევრებით დაკომპლექტდა. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ არჩევნებში.