საკვები პროდუქტების მე-17 საერთაშორისო გამოფენა რიგაში
საგამოფენო ცენტრების ლიტვური „LITEXPO”-ს და ლატვიური „BT1“-ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელის „ქართული პროდუქციის სააგენტოს“ მხარდაჭერით 5-8 სექტემბერს რიგის საკვები პროდუქტების მე-17 საერთაშორისო გამოფენა - RIGA FOOD 2012 გაიმართება.
"ქართული პროდუქციის სააგენტო" ახდენს ინფორმაციის გავრცელებას ლიტვასა და ლატვიაში დაგეგმილი გამოფენების შესახებ, ორგანიზებას უწევს გამოფენებზე ქართული კომპანიების რეგისტრაციას, მათ სავიზო მხარდაჭერას, გამგზავრების და დაბინავების საკითხებს და უზრუნველყოფს, რომ ქართული კომპანიები ორგანიზებულად და კომპლექსურად იყვნენ წარმოდგენილნი ყველა გამოფენაზე.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ "ქართული პროდუქციის სააგენტოსთან“ ერთად მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში, ხოლო მონაწილეობის ვერ მიღების შემთხვევაში, ქართული პროდუქციის სააგენტო მზადაა მათი პროდუქციაც წარმოადგინოს და საუკეთესო მხრიდან გააცნოს ევროპულ ბაზარს.