მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მხარდაჭერით და პროექტ EPI-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) ორგანიზებით გაიმართა სემინარი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კერძო სექტორში ინტელექტულური საკუთრების როლის თაობაზე.
სემინარზე მომხსენებლები იყვნენ: საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ქურდიანი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ელენე ქემაშვილი, საქპატენტის ექსპერტი - ვასილ გიორგიძე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინსტრუქტორი - ტიმოთი ტრენერი.
განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:
- სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმები საქართველოში და დაცული სასაქონლო ნიშნების უპირატესობა ბიზნესისათვის;
- საავტორო უფლებების დაცვა;
- გამოგონებებისა და დიზაინის როლი და მნიშვნელობა;
- ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა;