საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ისაკაძეს, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ კახა კოხრეიძესა და საქართველოს დასაქმების მინისტრს პაატა ტრაპაიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ შესაძლო ინიციატივებზე, რაც აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისათვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის.
შეთანხმება მოხდა თანამშრომლობის სხვა ფორმებზეც, რაც რეგულარულ ხასიათს მიიღებს.