მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, 14:00 საათზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ქ. ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში მრგვალი მაგიდა საგადასახადო პრობლემატიკაზე ჩაატარა.
კვლევები შემუშავებულია „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია აამაღლოს მეწარმეთა ნდობა მართლმსაჯულების მიმართ საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული სისტემის დანერგვის გზით და მომზადდეს რეკომენდაციები საგადასახადო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რაც გააუმჯობესებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს და წაახალისებს ინვესტიციებს.
სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა შენიშვნები, შემოთავაზებები თუ წინადადებები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მიერ კვლევების ფარგლებში შემუშავებულ რეკომედაციებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში წარმოდგენილ რაციონალურ მოსაზრებებს კვლევის საბოლოო შინაარსი ასახავს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის(JILEP) ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) შუამავლობით.