მიმდინარე წლის 24 ივნისს საქართველოს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ (GSMEA) ახალ საგადასახადო სისტემებზე ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მიკრო და მცირე საწარმოებს 2011 წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად მიიღონ მეტი სარგებელი.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირებას მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის გამარტივებული პროცედურების შესახებ, რომლებიც ახალი საგადასახადო კოდექსითა და კანონქვემდებარე აქტებით ძალაში 2011 წლის იანვრიდან შევიდა.
ახალი საგადასახადო რეჟიმები ამ საწარმოებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას შეუწყობს ხელს.