საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ყრილობა გამართა
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ 2012 წლის 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე ყრილობა გამართა.
ყრილობაზე ასოციაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მიმოიხილეს და შეაჯამეს GSMEA-ს საქმიანობა დაარსების დღიდან დღემდე.
ყრილობაზე მოხდა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტის არჩევა და ახალი წესდების დამტკიცება. არჩეულ და დამტკიცებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა. კენჭისყრის შედეგად GSMEA-ს ბორდი 9 კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტდა, ხოლო ასოციაციის აღმასრულებელ პრეზიდენტად კახა კოხრეიძე დასახელდა.
ახალი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება და მისი წევრები იმსჯელებენ იმ ძირითად ინიციატივებზე თუ რა უნდა გახდეს საჯარო დიალოგის საგანი.