საქართველოს ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის ინოვაციების კონკურსის პრეზენტაცია ასოციაციაში
მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოთხშაბათს 15.00 სთ–ზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში გაიმართება "საქართველოს ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის" ინოვაციების კონკურსის პრეზენტაცია.
"საქართველოს ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის" ინოვაციების კონკურსი ითვალისწინებს კონკურსში გამარჯვებული 5 კომპანიიდან თითოეულისთვის დაფინანსებას მაქსიმუმ 20 000 ლარის ფარგლებში და უსასყიდლო საექსპერტო მხარდაჭერას საქართველოს ტექნოლიგიური ცენტრისგან. ბიზნესის სფერო ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს: სოფლის მეურნეობა და საკვების გადამუშავება, წარმოება, შეფუთვა, ლოჯისტიკა, მშენებლობა, ტურიზმი.