საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა პრეს კონფერენცია გამართა
საქართველოს შესახებ „მსოფლიო ბანკმა“ და „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ განსხვავებული რეიტინგები გამოქვეყნეს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიზნესის დაწყების კუთხით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიო ფორუმის მონაცემებით 77-ეს. აღნიშნულ თემაზე GSMEA-ს პრეზიდენტმა პრესასთან ისაუბრა.
კახა კოხრეიძის განმარტებით, "მსოფლიო ბანკის" და "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" კვლევას განსხვავებული მეთოდოლოგია აქვს. "მსოფლიო ბანკი" უმთავრესად ინსტიტუციურ ანალიზს ეყრდნობა, მაშინ როდესაც "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი" უშუალოდ პრაქტიკას ითვალისწინებს და მონაცემებზე შეჯერება სხვადასხვა მასალის გაანალიზებით ხდება. ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა საქართველოს წამყვანი პოზიციები "მსოფლიო ბანკის" გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით ეკავოს (GSI), ვიდრე ბიზნესის წამოწყების კუთხით რეიტინგებში.