ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდა
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი კახა კოხრეიძე ეკონომიკური განვითარების მინისტრს - გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებზე და იმ შესაძლო რეფორმებზე, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის და ეკონომიკის ზრდისათვის.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც გამოიხატება კონკრეტულ ინიციატივებსა და ერთობლივ ღონისძიებებში.