ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2012 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ინოვაციურ პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების ჩართვას, ტექნიკურ დახმარებას, ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს კვლევითი სფეროდან ეკონომიკის სექტორში. ასევე, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო ჯგუფების ფორმირებას დაინტერესებულ პირთათვის, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესში ინოვაციების შესახებ ცოდნის ქსელის შექმნა.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე რათა გაზარდონ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიებზე და ამგვარად აამაღლონ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, მათი საქმიანობის ეფექტურობა და პროდუქტიულობა.