მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელი ლექციების სერია საჯარო ლექცია ტარდება ასოციაციის ახალი სტრატეგიის „ბიზნესი ბიზნესისთის“ (B4B) ფარგლებში, რაც ითვალისწინებს წარმატებული ბიზნესის მიერ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე მეთოდების დანერგვა-განვითარებში.
ლექცია ტარდება ასოციაციის წევრი კომპანიის აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისის დახმარებით.
ლექციას გაუძღვება: ფინანსური ოფისის მმართველი პარტნიორი
მიხეილ ჭელიძე
GSMEA კვლევა ბიზნეს სფეროების მიხედვით
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ატარებს კვლევას ბიზნესის სფეროების მიხედვით,რომლის მიზანია საქართველოს ბიზნესში არსებული მდგომარეობის განსაზღვრა,კონკურენტული გარემოს ანალიზი და შეფასება.
კვლევის ფარგლებში მოხდება მეწარმეების კონსულტირება და ინფორმირება მათთვის მნიშნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
კვლევა ჩატარდება საქართველოს სტატისტიკის ეროვვნული სამსახურის საჯარო ინფორმაციის ბაზაზე,რომლის ფარგლებშიც სატელეფონო გასაუბრებით და ელ-ფოსტის მეშვეობით გამოკითხული იქნება 3000 (სამი ათასი) კომპანია.
კვლევის შედეგების საფუძველზე ასოციაცია მოამზადებს კვლევის ანგარიშს,რომელიც წარედგინება მეწარმეებს თავიანთი ბიზნესის საქმიანობის სფეროების მიხედვით.
აღნიშნული საკითხების ფარგლებში მეწარმეები შეძლებენ მიიღონ საკონსულტაციო მომსახურეობა,რომელიც მათ დაეხმარებათ სწორად დაგეგმონ მომავალი ფინანსური და სტრატეგიული მიზნები.
GSMEA სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSFG - Open Society Foundation Georgia) ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღო. პროექტი სახელწოდებით „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“ მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო კომპანიების მეტი ჩართულობისა და შესყიდვების მდგრადი სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად ადვოკატირების კამპანიის წარმოებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული ისეთი ინფორმაციის სისტემატიზაცია, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობა და სახელმწიფო შემსყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ფასისა და ხარისხის თანაბარი გათვალისწინება. შესყიდვების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგულაციებთან შედარების საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები, რომელიც ფართო განხილვებისთვის სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს წარედგინება.
პროექტი 2013 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და 8 თვეს გაგრძელდება.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
The Special American Business Internship Training (SABIT)
აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოიცავს ბიზნეს და ეკონომიკურ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. საბიტი არის ერთ-ერთი პროექტი რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ამ ურთიერთობების გაღრმავებას. ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ შექმენილი The Special American Business Internship Training (SABIT)- პროგრამა განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. საბიტის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსდა აღნიშნული პროექტი,რათა მიეცათ შესაძლებლობა ქართველი პროფესიონალებისთვის გაეღრმავებინათ ცოდნა აშშ-ს ბიზნეს კულტურის შესახებ, შეხვედროდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და მოეძიათ ახალი ბიზნეს კონტაქტები. ამ მიზნით 2013 წლის 14 მაისს სასტუმროში "ბეტსი" საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია და ჩატარდა ვორქშოფი ასოციაციების განვითარების თემატიკაზე. ვორქშოფი ჩაატარა აშშ-დან მოწვეულმა ტრენერმა ელისა მაიერსმა, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის,საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
„ მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი“
სათემო განვითარების ცენტრი (CDC), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA) ერთად ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს:
„ მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი“
პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (EWMI/G-PAC) მიერ და მისი მიზანია: მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მიკრომეწარმეობის პროგრამების, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგიის სახელმწიფოს სტრუქტურებისთვის წარდგენა და მისი დანერგვის მხარდაჭერა.პროექტი დაიწყო 2013 წლის მაისში და გაგრძელდება 10 თვის განმავლობაში. დასასრულს დაგეგმილია საერთაშორის კონფერენციის ჩატარება და კვლევის შედეგების გამოცემა.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
„მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციის და დიასპორის მობილიზაციის საშუალებით საქართველოში ევროკავშირის მობილობის პარტნიორობის განვითარების პოტენციალის გაძლიერების“ პროექტი
ასოციაცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციის და დიასპორის მობილიზაციის საშუალებით საქართველოში ევროკავშირის მობილობის პარტნიორობის განვითარების პოტენციალის გაძლიერების“ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას და პროექტის მმართველი საბჭოს წევრს.
პროექტის იმპლემენტაცია დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს მცირე და საშუალოს საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. პროექტის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად გერმანიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტების მხარდაჭერა.