Info@gsmea.ge
Photo by: Missy S Link: http://www.flickr.com/photos/listenmissy/5087404401/ Photo by: Missy S Link: http://www.flickr.com/photos/listenmissy/5087404401/ Photo by: Missy S Link: http://www.flickr.com/photos/listenmissy/5087404401/ Photo by: Missy S Link: http://www.flickr.com/photos/listenmissy/5087404401/
ასოციაციის წევრობა

ასოციაციის წევრობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია     

დააჭირეთ GSMEA-ს ლოგოს

დარეგისტრირდი

წევრობის უპირატესობები

ღია საბაზრო ეკონომიკის შედეგად თქვენ გიწევთ ჰიპერკონკურენტულ გარემოში მუშაობა. შესაბამისად თქვენი მცირე ან საშუალო კომპანიის განვითარება საკმაოდ რთული პროცესი იქნება. ღია ეკონომიკა ახალ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა ხშირად ცვალებადი კანონმდებლობა და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური ტენდენციები ახალი გამოწვევების წინაშე გაყენებთ. GSMEA, როგორც ძლიერი პარნტნიორი ადვოკატირებას გაუწევს თქვენს ინტერესებს, დაგეხმარებათ უკეთეს კომუნიკაციაში რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რაც გჭირდებათ. ადვოკატირებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეშვეობით GSMEA ზრუნავს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდაზე. სწორედ თქვენნაირი  ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას და აუმჯობესებს ცხოვრების დონეს საქართველოში. GSMEA თქვენს გვერდითაა, რათა დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.

ადვოკატირების ფუნქცია 

GSMEA მზად არის მიაწვდინოს თქვენი ხმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ კანონები, ბრძანებები და  რეგულაციები, რომლებსაც ისინი შეიმუშავებენ და მიიღებენ სასიკეთოა ბიზნეს გარემოსთვის და არ მიაყენებენ ზიანს მეწარმეებს. GSMEA დაგეხმარებათ რომ თქვენი საქმიანობა შესაბამისობაში იყოს კანონებთან და რეგულაციებთან. GSMEA მოგისმენთ, გააანალიზებს ახალ კანონებსა და რეგულაციებს, რათა გაიგოს მათი გავლენა თქვენს ბიზნესზე და შექმნის რეკომენდაციებს, რომელიც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. ჩვენ ვმუშაობთ ახალ საგადასახადო სქემებზე, რომელიც იქნება უფრო რეალისტური და ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ასევე ვმუშაობთ რომ შეიქმნას ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო ინიციატივები.

ეფექტური კომუნიკაცია

GSMEA-სთან  ერთად თქვენი კოლექტიური  ხმა უფრო ძლიერი და ყურადსაღები იქნება.  იგი ბევრად უფრო ეფექტური გახდება  ვიდრე ცალკე აღებული მეწარმის თუ კომპანიის ხმა, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლად მიიტანოს საკუთარი პრობლემები სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტებამდე და საერთაშორის ორგანიზაციებამდე. ასოციაცია საკუთარ წევრებს მუდმივად აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა ბიზნეს-ფორუმებში, კონფერენციებში, სხვა და სხვა გამოფენებში, სადაც მათ ეძლევათ შანსი დაამყარონ კავშირი და სამომავლოდ ბიზნეს-ურთიერთობები  პოტენციურ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და მომწოდებლებთან. ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება ვფიქრობთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფირმებისთვის.

უკეთესი კვალიფიკაცია

GSMEA მეშვეობით შეძლებთ შეიძინოთ ის უნარები რაც საჭიროა თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის - პერსონალის მართვა, ბიუჯეტირება და ფინანსური მენეჯმენტი ბიზნეს-წინადადებების მომზადება, მარკეტინგული გეგმების ორგანიზება და მრავალი სხვა. GSMEA ტერენინგების სემინარებისა და სხვადასსხვა კურსების მეშვეობით ხელს უწყობს უფრო და უფრო მეტ კომპანიას განვითრებაში. განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა საკუთარი ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებულ ისეთ  იდეებს, რომელთა ინიციატორები ქალები და ახალგაზრდები არიან.

საკონსულტაციო მომსახურება

თუ გესაჭიროებათ დახმარება, რათა სწორად დაგეგმოთ ბიზნესის დაწყება, ან გაქვთ შეკითხვები საგადასახადო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე, ბიზნეს-გეგმის მომზადებაზე ან დაფინანსებაზე, GSMEA გაგაცნობთ ექსპერტ-კონსულტანტებს, საერთაშორისო პარტნიორებს და  ასევე, თქვენს პარტნიორებს სხვა კომპანიებიდან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას იმ სფეროში და შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

თქვენ გესაჭიროებათ დროული ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, საკანონმდებლო  ცვლილებებზე ან ახალ რეგულაციებზე. GSMEA უზრუნველყოფს რომ თქვენ ამ ინფორმაციას დორულად ფლობდეთ. GSMEA-ს მეშვეობით ასევე მოიპოვებთ ინფორმაციას ინოვაციებზე თქვენს ინდუსტრიაში, პროდუქტებზე და მომსახურებზე, რომელიც დაგეხმარებათ იმოქმედოთ უფრო ეფექტურად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

რეგისტრაცისთვის დააჭირეთ GSMEA-ს ლოგოს 

დარეგისტრირდი

გაერთიანებული მეწარმეები უკეთესი ბიზნეს გარემოსთვის