ვებ-გვერდით სარგებლობის პირობები 1.1. ვებ-გვერდის პირობების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: 2.1. მასალაზე ვრცელდება ასოციაციის საავტორო უფლებები. ვიზიტორი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს (მათ შორის ჩამოტვირთოს/გადმოწეროს) ან/და გაავრცელოს მასალა ნებისმიერი საშუალებით ასოციაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მიუხედავად იმისა, იძლევა თუ არა ვებ-გვერდი ტექნიკურად აღნიშნულის საშუალებას, გარდა ვებ-გვერდის პირობების 2.2. პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა. 3.1. ასოციაციის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები კომპანიას მიეწოდება თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ. ასოციაციის მიერ ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება: 3.5. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება ასოციაციის მიერ მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა ასოციაციის მიერ მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევისათვის. 3.6. მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია: 3.6.1. მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: 3.6.1.1. თუ რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ. 3.6.1.2. მონაცემთა დამუშავების მიზანი. 3.6.1.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. 3.6.1.4. მოხდა თუ არა მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინაობა იმ პირისა, ვიზეც მოხდა მათი გადაცემა. 3.6.1.5. მონაცემთა მესამე პირისათვის გადაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3.6.2. მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ; 3.6.3. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი); 3.6.4. თუ თვლის, რომ ასოციაციის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, მიმართოს პრეტენზიით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. 3.7. ასოციაციის პერსონალური მონაცემების მიწოდებისას, ასოციაცია არ ამოწმებს რამდენად არის პერსონალური მონაცემების მიმწოდებელი პირი მონაცემთა სუბიექტი ან/და მის გამჟღავნებაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად ნებისმიერი პერსონალური მონაცემის ასოციაციის მიწოდებისას/გამჟღავნებისას მიმწოდებელი/გამმჟღავნებელია სრულად პასუხისმგებელი როგორც თავად მონაცემთა სუბიექტის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის წინაშე პერსონალური ინფორმაციის ასოციაციის გადაცემა/გამჟღავნებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მოპოვების თაობაზე. 4. მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“ ფაილები) გამოყენება 4.2. ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი კატეგორიის მზა ჩანაწერების გამოყენება: 4.2.1. ანალიტიკური მზა ჩანაწერები - აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობისა და მათი ქცევის შესწავლის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ასოციაციას სამომავლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით შესთავაზოს ვიზიტორს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და მომსახურება. 4.2.2. ფუნქციური მზა ჩანაწერები - აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდით ფუნქციონალურად სარგებლობის გაუმჯობესების საშუალებას და ემსახურება ვებ-გვერდით სარგებლობის გაადვილებას. 4.3. ზემოთ აღნიშნული მიზნით ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი ინფორმაციის შეგროვება: 4.3.1. ვიზიტორის IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე გადასვლა. 4.3.2. ინფორმაცია ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, გახსნის ხანგრძლივობის და სხვადასხვა პარამეტრების შესახებ. 4.3.3. ინფორმაცია ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ. 4.4. მზა ჩანაწერების შეზღუდვა ან/და მათი დაბლოკვა შესაძლებელია შესაბამისი ბრაუზერის პარამეტრების საშუალებით ან/და მზა ჩანაწერების წაშლით.
5. პასუხისმგებლობის გამორიცხვა 5.1. ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რეკომენდაცია, სტატია და სხვა ბეჭდვითი მასალა/დოკუმენტი, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და განკუთვნილია მხოლოდ ინფორმირების მიზნებისათვის და არც ერთ შემთხვევაში უნდა იქნას მიჩნეული, როგორც ასოციაციის პროფესიული რჩევა ან/და რეკომენდაცია. 5.2. ვიზიტორი არ უნდა დაეყრდნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რეკომენდაციას, სტატიას ან/და სხვა ბეჭდვით მასალას/დოკუმენტს ასოციაციასთან შესაბამისი წინასწარი კონსულტაციის გავლის გარეშე. 5.3. ასოციაცია არ აგებს პასუხს, ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რეკომენდაციაზე, სტატიაზე ან/და სხვა ბეჭდვით მასალაზე/დოკუმენტზე დაყრდნობის შედეგად ნებისმიერი პირისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე. 5.4. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობს ვებ-გვერდის შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფას, ასოციაცია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდის დროებით შეფერხებაზე ან/და მიუწვდომლობაზე და აღნიშნულით გამოწვეულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5.5. ვებ-გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა კომპანიების/სუბიექტების ვებ-გვერდების ლინკები და მათ შესახებ ინფორმაცია, თუმცა ასოციაციას არ გააჩნია რაიმე სახის წვდომა ან/და ზეგავლენა აღნიშნული ვებ-გვერდ(ებ)ის ოპერირებასა და მათზე განთავსებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ლინკების და ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება არ უნდა ჩაითვალოს შესაბამისი კომპანიის/სუბიექტის რეკლამად ან/და მათი პროდუქტით/სერვისით სარგებლობის რეკომენდაციად. 5.6. ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი შეთავაზება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ასოციაციის მბოჭავი შეთავაზება (ოფერტი) და მისი ნებისმიერი პირის მიერ ცალმხრივად მიღება (აქცეპტი) არ წარმოშობს ასოციაციას და შესაბამის პირს შორის რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობას.
6. სხვა პირობები 6.1. ასოციაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ვებ-გვერდის პირობები, ვებ-გვერდზე შეცვლილი რედაქციის განთავსების გზით. 6.2. საკონტაქტო ფორმა და სარეგისტრაციო ფორმა განკუთვნილია მხოლოდ ასოციაციასთან კომუნიკაციის დამყარების მიზნებისათვის და წევრების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის. ასოციაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას საკონტაქტო ფორმის და/ან სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით ინფორმაციის გადაცემის უსაფრთხოებასთან ან/და დაცულობასთან დაკავშირებით (თუმცა თვით მონაცემთა ბაზა დაცულია თანამედროვე სტანდარტების დაცვითი მექანიზმებით), შესაბამისად საკონტაქტო ფორმა და/ან სარეგისტრაციო ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი კონფიდენციალური ან/და სხვა სახის სენსიტიური ინფორმაციის ასოციაციისთვის მიწოდების საშუალებად. 6.3. ასოციაციის საკონტაქტო მეილზე კონფიდენციალური ინფორმაციის გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნას, რომ ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოციაცია პასუხს არ აგებს მის გამჟღავნებაზე. 6.4. ასოციაციის სახელით გაგზავნილი ნებისმიერი წერილი/შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) და მისი ნებისმიერი დანართი ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ადრესატისათვის და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუკი, თქვენ არ წარმოადგენთ აღნიშნული წერილის/შეტყობინების ადრესატს ან/და ადრესატის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გაცნობებთ, რომ დაუშვებელია მიღებული წერილის, მისი ნებისმიერი დანართის ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენება, გავრცელება, კოპირება, ბეჭდვა ან/და გამჟღავნება. თუკი, თქვენ არასწორად მიიღეთ წერილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე გამომგზავნს და დაუყოვნებლივ წაშალოთ წერილი და მისი ნებისმიერი დანართი შესაბამისი მოწყობილობიდან.
|