ჩვენ შესახებ
ასოციაციის მისია |
ასოციაციის მისიაა ბიზნეს - საზოგადოების საერთო ინტერესების ადვოკატირება, საქართველოში გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. |
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია - GSMEA არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წლის 10 სექტემბერს დაარსდა.
ასოციაციის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვა, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს-სექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარება სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები მცირე და საშუალო ბიზნესმენებთან ერთად არიან ასევე შემდეგი ბიზნეს-გაერთიანებები: AmCham - "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში", EUGBC - "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" (ბრიუსელი, ბელგია), ICC-Georgia - "საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი", BAG - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია".
|