კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული პირადი ინფორმაციის გამოყენება 

     
ასოციაცია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე (საიტის მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე) და იცავს ასოციაციის წევრის კონფიდენციალურობას, რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად. 

ასოციაცია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
 
პერსონალური მონაცემების დამუშავება ასოციაციაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. იხილეთ წესები და პირობები (პარაგრაფი 3 პერსონალური მონაცემების დამუშავება) დეტალური ინფორმაციის მისაღებად თუ რა სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება ვებ-საიტის მეშვეობით და თუ როგორ მუშავდება ის.  

როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, ასოციაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს. 

თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ რათა დავამუშაოთ და მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, პროდუქტები და საჭიროებისამებრ დაგიკავშირდეთ. ინფორმაცია შესაძლოა ასევე გამოვიყენოთ ჩვენი პროდუქტისა და სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

ზოგადი ადმინისტრაციული მიზნებისათვის: შევქმნათ მომხმარებლების ბაზა ან/და განვახორციელოთ მომხმარებლის ანკეტირება და ანალიზი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, მარკეტინგული მიზნებისათვის, შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ხოლო ნებისმიერი სხვა მონაცემის დამუშავება შეიძლება სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 

გადამხდელის ინფორმაცია. ჩვენ არ ვინახავთ გადამხდელის ინფორმაციას (როგორიც არის საკრედიტო ან სადებიტო ბარათის დეტალები, ა.შ.) ასოციაციის ვებ-საიტზე და სერვერზე, არამედ ამ სახის ინფორმაციის დამუშავება ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის მიერ გამოყოფილ სპეციალურ დაცულ სერვერებზე, ბანკის მიერ წარმოდგენილი წესების და პირობების შესაბამისად.

აქ ჩამოთვლილი რომელიმე მიზნისთვის ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ინფორმაცია შესაძლოა ასევე გადავცეთ ავტორიზებულ მესამე მხარეს, თუ კი მოგვმართავენ დასაბუთებული მოთხოვნით რომ, სჭირდებათ ინფორმაცია სამართლებრივი ან რაიმე მარეგულირებელი მიზნებისათვის. 

ჩვენ ვცდილობთ, რომ ვებგვერდი გავხადოთ უსაფრთხო. მიუხედავად ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როდესაც გვიგზავნით ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ან გვთხოვთ, რომ გამოგიგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტის გამოყენებით, ინტერნეტი და ელ-ფოსტა შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო მსგავსი ინფორმაციის მიმოცვლისთვის. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი მეთოდებით ინფორმაციის დაკარგვის ან გაჟონვის შემთხვევაში. 

თუ თქვენ გვაწვდით ინფორმაციას სხვა პირის სახელით, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ გაქვთ ამ პირის ნებართვა განახორციელოთ მსგავსი ქმედება და რომ ისინი საქმის კურსში არიან კონფიდენციალობის პოლიტიკის შინაარსზე, არ აპროტესტებენ მათი პერსონალური ინფორმაციის ფლობასა და დამუშავებას ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად. 

თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. მსგავს ინფორმაციას განეკუთვნება მაგალითად მისამართის ცვლილება. თქვენ გაქვთ უფლება გვთხოვოთ, რომ შევასწოროთ ნებისმიერი უზუსტობა იმ მონაცემებში, რომელიც თქვენს შესახებ გვაქვს. 

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვკითხოთ თუ რა სახის ინფორმაციას ვფლობთ თქვენზე. გთხოვთ არ მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენი მშობლების ან მეურვის ნებართვის გარეშე თუ თქვენი ასაკი 18-ს ქვემოთაა. 

შემოსული სატელეფონო ზარები შეიძლება ჩაიწეროს ან/და განხორციელდეს მონიტორინგი სასწავლო მიზნებისათვის.