წესები და პირობები

 

ვებ-გვერდით სარგებლობის პირობები
     
წინამდებარე პირობები განსაზღვრავს ასოციაციის ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში - ვებ-გვერდის პირობები). ვებ-გვერდზე სტუმრობით თქვენ აცხადებთ თანხმობას ვებ-გვერდის პირობებზე

   
1. ტერმინთა განმარტება

      

1.1. ვებ-გვერდის პირობების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ვებ-გვერდი - ასოციაციის სარგებლობაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის მისამართია www.gsmea.ge
ვიზიტორი - ნებისმიერი პირი, რომელიც ესტუმრება ვებ-გვერდს ნებისმიერი მოწყობილობიდან.
მასალა - ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, სურათი, ილუსტრაცია, იკონი, გრაფიკული გამოსახულება, ტექსტი, სტატია ან/და სხვა ნებისმიერი ბეჭდვითი დოკუმენტი.
საკონტაქტო ფორმა / სარეგისტრაციო ფორმა - ვებ-გვერდზე ინტეგრირებული საკონტაქტო ფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ასოციაციისთვის შეტყობინების გაგზავნა.
1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა.

   
2. საავტორო უფლებები

    

2.1. მასალაზე ვრცელდება ასოციაციის საავტორო უფლებები. ვიზიტორი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს (მათ შორის ჩამოტვირთოს/გადმოწეროს) ან/და გაავრცელოს მასალა ნებისმიერი საშუალებით ასოციაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მიუხედავად იმისა, იძლევა თუ არა ვებ-გვერდი ტექნიკურად აღნიშნულის საშუალებას, გარდა ვებ-გვერდის პირობების 2.2. პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა.
2.2. მასალის ნებისმიერი საშუალებით გავრცელება დასაშვებია მხოლოდ, იმ პირობით, რომ:
2.2.1. ასეთი გავრცელება იქნება უფასო და არაკომერციული მიზნებისათვის.
2.2.2. ნებისმიერი გავრცელების დროს შესაბამისი მასალის/სტატიის ავტორად მითითებულ იქნება ასოციაცია და ვებ- გვერდის შესაბამისი მისამართი.
2.2.3. შესაბამისი მასალის შინაარსი გავრცელებულ იქნება უცვლელი, პირვანდელი სახით.
2.2.4. გავრცელებისას მითითებულ იქნება ასოციაციის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესაბამისი ჩანაწერი.
2.3. მასალის, ნებისმიერი საშუალებით, ვებ-გვერდის პირობების დარღვევით, გამოყენების ან/და გავრცელების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასოციაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირს მასალის წაშლა, გავრცელების შეწყვეტა, მასალაზე კომპანიის ან/და ვებ-გვერდის ლინკის მითითება ან/და სხვა ნებისმიერი ქმედების შესრულება, ხოლო აღნიშნული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ასოციაციის შესაბამისი მითითება. 

    
3. პერსონალური მონაცემების დამუშავება

     

3.1. ასოციაციის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები კომპანიას მიეწოდება თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ. ასოციაციის მიერ ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება:
3.1.1. სახელი და გვარი.
3.1.2. ტელეფონის ნომერი.
3.1.3. ელექტრონული ფოსტის მისამართი.
3.1.4. ასოციაციისთვის გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
3.1.5. მეწარმის რეგისტრაციის შემდეგი მონაცემები: 
- მეწარმის საიდენტიფიკაციო კოდი
- მეწარმის სამართლებრივი ფორმა და იურიდიული დასახელება
- მეწარმის ბრენდული დასახელება
- მეწარმის ფაქტობრივი მისამართი
- მეწარმის ვებგვერდის მისამართი
- წარმომადგენლის სახელი და გვარი
- წარმომადგენლის თანამდებობა
- წარმომადგენლის ელ. ფოსტა
- წარმომადგენლის მობილური ნომერი
 
3.2. ასოციაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1. საკონტაქტო ფორმის შევსებისას.
3.2.2. ასოციაციასთან კომუნიკაციისას, მათ შორის ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
3.2.3. ასოციაციაში გაწევრიანებისათვის საიტზე შევსებული ფორმის შევსებისას.
3.3. ასოციაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და მისი სრული დაცვით, მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის ან/და მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების მიზნებისათვის. 

3.4. ასოციაციის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემა ხდება ასოციაციის მხოლოდ იმ წარმომადგენელი პირებისათვის, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის ან/და მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების მიზნებისათვის. სხვა მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემა არ ხდება.

3.5. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება ასოციაციის მიერ მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა ასოციაციის მიერ მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევისათვის.

3.6. მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია:

3.6.1. მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:

3.6.1.1. თუ რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ.

3.6.1.2. მონაცემთა დამუშავების მიზანი.

3.6.1.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.

3.6.1.4. მოხდა თუ არა მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინაობა იმ პირისა, ვიზეც მოხდა მათი გადაცემა.

3.6.1.5. მონაცემთა მესამე პირისათვის გადაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.6.2. მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;

3.6.3. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);

3.6.4. თუ თვლის, რომ ასოციაციის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, მიმართოს პრეტენზიით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

3.7. ასოციაციის პერსონალური მონაცემების მიწოდებისას, ასოციაცია არ ამოწმებს რამდენად არის პერსონალური მონაცემების მიმწოდებელი პირი მონაცემთა სუბიექტი ან/და მის გამჟღავნებაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად ნებისმიერი პერსონალური მონაცემის ასოციაციის მიწოდებისას/გამჟღავნებისას მიმწოდებელი/გამმჟღავნებელია სრულად პასუხისმგებელი როგორც თავად მონაცემთა სუბიექტის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის წინაშე პერსონალური ინფორმაციის ასოციაციის გადაცემა/გამჟღავნებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მოპოვების თაობაზე. 

 

4. მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“ ფაილები) გამოყენება 

     
4.1. მზა ჩანაწერები წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელსაც ვებ-გვერდი ვიზიტორის სტუმრობისას ინახავს ვიზიტორის შესაბამის მოწყობილობაში. მზა ჩანაწერების მიზანია ასოციაციამ უკეთ მართოს და გააუმჯობესოს ვებ-გვერდის ეფექტურობა, ასევე დააკვირდეს ვებ-გვერდზე ვიზიტორთა ქცევას, რათა სამომავლოდ გააუმჯობესოს ვებ-გვერდით სარგებლობის ხარისხი.

4.2. ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი კატეგორიის მზა ჩანაწერების გამოყენება:

4.2.1. ანალიტიკური მზა ჩანაწერები - აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობისა და მათი ქცევის შესწავლის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ასოციაციას სამომავლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით შესთავაზოს ვიზიტორს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და მომსახურება.

4.2.2. ფუნქციური მზა ჩანაწერები - აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდით ფუნქციონალურად სარგებლობის გაუმჯობესების საშუალებას და ემსახურება ვებ-გვერდით სარგებლობის გაადვილებას.

4.3. ზემოთ აღნიშნული მიზნით ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:

4.3.1. ვიზიტორის IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე გადასვლა.

4.3.2. ინფორმაცია ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, გახსნის ხანგრძლივობის და სხვადასხვა პარამეტრების შესახებ. 

4.3.3. ინფორმაცია ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ. 

4.4. მზა ჩანაწერების შეზღუდვა ან/და მათი დაბლოკვა შესაძლებელია შესაბამისი ბრაუზერის პარამეტრების საშუალებით ან/და მზა ჩანაწერების წაშლით.

 

5. პასუხისმგებლობის გამორიცხვა 
     

5.1. ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რეკომენდაცია, სტატია და სხვა ბეჭდვითი მასალა/დოკუმენტი, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და განკუთვნილია მხოლოდ ინფორმირების მიზნებისათვის და არც ერთ შემთხვევაში უნდა იქნას მიჩნეული, როგორც ასოციაციის პროფესიული რჩევა ან/და რეკომენდაცია.

5.2. ვიზიტორი არ უნდა დაეყრდნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რეკომენდაციას, სტატიას ან/და სხვა ბეჭდვით მასალას/დოკუმენტს ასოციაციასთან შესაბამისი წინასწარი კონსულტაციის გავლის გარეშე. 

5.3. ასოციაცია არ აგებს პასუხს, ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რეკომენდაციაზე, სტატიაზე ან/და სხვა ბეჭდვით მასალაზე/დოკუმენტზე დაყრდნობის შედეგად ნებისმიერი პირისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე.

5.4. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობს ვებ-გვერდის შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფას, ასოციაცია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდის დროებით შეფერხებაზე ან/და მიუწვდომლობაზე და აღნიშნულით გამოწვეულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.5. ვებ-გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა კომპანიების/სუბიექტების ვებ-გვერდების ლინკები და მათ შესახებ ინფორმაცია, თუმცა ასოციაციას არ გააჩნია რაიმე სახის წვდომა ან/და ზეგავლენა აღნიშნული ვებ-გვერდ(ებ)ის ოპერირებასა და მათზე განთავსებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ლინკების და ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება არ უნდა ჩაითვალოს შესაბამისი კომპანიის/სუბიექტის რეკლამად ან/და მათი პროდუქტით/სერვისით სარგებლობის რეკომენდაციად.

5.6. ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი შეთავაზება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ასოციაციის მბოჭავი შეთავაზება (ოფერტი) და მისი ნებისმიერი პირის მიერ ცალმხრივად მიღება (აქცეპტი) არ წარმოშობს ასოციაციას და შესაბამის პირს შორის რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობას. 

 

6. სხვა პირობები
       

6.1. ასოციაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ვებ-გვერდის პირობები, ვებ-გვერდზე შეცვლილი რედაქციის განთავსების გზით.

6.2.    საკონტაქტო ფორმა და სარეგისტრაციო ფორმა განკუთვნილია მხოლოდ ასოციაციასთან კომუნიკაციის დამყარების მიზნებისათვის და წევრების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის. ასოციაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას საკონტაქტო ფორმის  და/ან სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით ინფორმაციის გადაცემის უსაფრთხოებასთან ან/და დაცულობასთან დაკავშირებით (თუმცა თვით მონაცემთა ბაზა დაცულია თანამედროვე სტანდარტების დაცვითი მექანიზმებით),  შესაბამისად საკონტაქტო ფორმა  და/ან სარეგისტრაციო ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი კონფიდენციალური ან/და სხვა სახის სენსიტიური ინფორმაციის ასოციაციისთვის მიწოდების საშუალებად.

6.3. ასოციაციის საკონტაქტო მეილზე კონფიდენციალური ინფორმაციის გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნას, რომ ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოციაცია პასუხს არ აგებს მის გამჟღავნებაზე.

6.4. ასოციაციის სახელით გაგზავნილი ნებისმიერი წერილი/შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) და მისი ნებისმიერი დანართი ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ადრესატისათვის და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუკი, თქვენ არ წარმოადგენთ აღნიშნული წერილის/შეტყობინების ადრესატს ან/და ადრესატის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გაცნობებთ, რომ დაუშვებელია მიღებული წერილის, მისი ნებისმიერი დანართის ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენება, გავრცელება, კოპირება, ბეჭდვა ან/და გამჟღავნება. თუკი, თქვენ არასწორად მიიღეთ წერილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე გამომგზავნს და დაუყოვნებლივ წაშალოთ წერილი და მისი ნებისმიერი დანართი შესაბამისი მოწყობილობიდან. 



ასოციაციის წევრობა

ვებ-საიტზე შესაძლებელია ბიზნესი დარეგისტრირდეს როგორც ასოციაციის წევრი და მოხდეს წევრობის საფასურის გადახდა ონლაინ და საბანკო გადარიცხვის რეჟიმში. ასოციაციის წევრობა და მისი წესები და პირობები რეგულირდება ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე. ბიზნესი შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც "სტარტაპი" და ისარგებლოს განსაზღვრული ფასდაკლებით საწევრო გადასახადზე. ასოციაციის წევრად რეგისტრაცია შესაძლებელია 1 წლის (365 დღე) ვადით, რომლის ამოწურვის შემდგომ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება ვადის გასვლის შესახებ.
 

წევრობაზე უარი და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
 
 
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული ბიზნესი გარკვეული მიზეზების გამო უარს ამბობს ასოციაციის წევრობაზე, თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია გადახდიდან 10 კალენდრული დღის განმავლობაში. 
 
 
ასოციაციის საკონტაქტო და იურიდიული ინფორმაცია
  
ა(ა)იპ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (ს.კ. 404387855)
მისამართი: ც. დადიანის 7, A423, 0101 თბილისი, საქართველო.
   
ტელ: +995 32 242 03 03, +995 599 018018
ელ. ფოსტა: info@gsmea.ge